კახა კალაძე: სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობასთან დაკავშირებით, მითითებული იქნება გარკვეული დრო

“სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, საღამოს რვა საათიდან დილის შვიდ საათამდე”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით, იგივე ცვლილებები განცორციელდება, როგორც ეს ნარჩენების გატანის შემთხვევაში მოხდა.
დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ თავდაპირველად კონკრეტული რაიონები იქნეს არჩეული.
„პროექტი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. როგორც იცით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში იგივე მიდგომები გვექნება. სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, საღამოს რვა საათიდან დილის შვიდ საათამდე.
გვქონდა შეხვედრა, მაგრამ სადისტრიბუციო კომპანიების ასოციაციასთან შეთანხმება, ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ თავდაპირველად კონკრეტული რაიონები იქნეს არჩეული”, – განაცხადა კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები