ბოლივიის ციხეში, შტურმის დროს, 7 პატიმარი დაიღუპა

ბოლივიაში, პალმასოლას ციხეში, სამართლდამცველები შტურმით შეიჭრნენ, რასაც 7 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პალმასოლას ციხეში შტურმი 2000-მდე პოლიციელმა განახორციელა.
როგორც ცნობილია, სამართლდამცველებმა შტურმის გადაწყვეტილება, რამდენიმე დღის წინ, ციხეში განვითარებული ბუნტის შედეგად მიიღეს.
მომხდარ ფაქტს პოლიციის უფროსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ციხეში სრული უკანონობაა“.
ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოლიციამ ციხეზე კონტროლი აღადგინა და განხორციელებული რეიდის შედეგად, ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ ნივთიერებებთნ ერთად, ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღო.
როგორც „BBC” იუწყება, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ციხეში მყოფ პატიმრებთან ვიზიტი, 6 წელზე ნაკლები ასაკის ნათესავებს აეკრძალათ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი, ბოლო 10 დღის განმავლობაში, ციხეში ბუნტი მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები