სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის, თანამდებობა დატოვოს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, მზად არის, თანამდებობა დატოვოს. ინფორმაციას „Foxnews” – ი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა რობერტო ფიკომ, მოულოდნელი გადაწყვეტილება, ვადამდელი არჩევნების თავიდან აცილებისა და სამ-პარტიული კოალიციის შენარჩუნების მიზნით მიიღო.
„მე მზად ვარ გადადგომისთვის იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე, ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატს დაასახელებენ“, – განაცხადა რობერტო ფიკომ.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ, პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, მთავრობას მნიშვნელოვანი ცვლილებები შესთავაზა, თუმცა უამრავი ადამიანი საპროტესტო აქციებს მართვს და მთავრობის გადადგომას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები