თვითმფრინავიდან ეკიპაჟის წევრი გადავარდა

„Emirates“-ის თანამშრომელი უგანდაში, ენტებეს აეროპორტში, ლაინერიდან გადავარდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ეკიპაჟი ასაფრენად ემზადებოდა. ამ დროისთვის უცნობი მიზეზების გამო, გაიხსნა საავარიო გასასვლელი. დაშავებული თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში სიცოცხლისთვის საშიში ტრავმებით გადაიყვანეს.
მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება. მსგავსი შემთხვევა გასულ წელს შენჩჟენის აეროპორტში მოხდა. მაშინ ჩინეთის ავიახაზების სტიუარდესა თვითმფრინავიდან კარის დაკეტვის მცდელობისას გადავარდა. მას მოტეხილობები და დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები