“ტატუნაშვილის საკითხზე, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რეზოლუციის შემუშავება მკრეხელობაა”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში წარდგენილ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის არ გაიზიარებს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ ერთობლივად შედგენილ ტექსტს. როგორც მან პორტალ “კვირას” პრესკლუბში საუბრისას აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რეზოლუციის შემუშავება მკრეხელობაა.
“რეზოლუციის ერთიანი ტექსტი რომ უნდა შემუშავდეს ოპოზიციის და მმართველი გუნდის მიერ, მე არ ვიზიარებ ამას. იმ ხალხთან ერთად რაღაცის შემუშავება, რომლებმაც რუსეთთან ერთობლივად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს, მკრეხელობაა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველანაირად ხელი შეუწყო 2008 წელს ჩვენი ტერიტორიები ოკუპაციას. მე მაგალითად, მათთან ერთად შეთანხმებულ ტექსტს მხარს არ დავუჭერ”,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში ორი რეზოლუციაა წარდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ხოლო უმცირესობა აღნიშნულთან ერთად, “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის” შედგენას, ხოლო იქ შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესებას. აღნიშნულ წინადადებაზე შეჯერების შემთხვევაში, პარლამენტში დასამტკიცებლად რეზოლუციის ერთიანი ტექსტი გავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები