დავით ჭიჭინაზე: ვინც ტატუნაშვილის საქმის პოლიტიზირებას ახდენს, ყველაზე ნაკლებად ადარდებს ეს საკითხი

“ვინც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმის პოლიტიზირებას ახდენს, მათ ყველაზე ნაკლებად ადარდებს ამ საკითხის ბედი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან ამ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიას ბომბავდა, ხალხს ხოცავდა და გაუგებარია რატომაა ის ფაქტი გასაკვირი, რომ ტატუნაშვილი წამებითაა მოკლული.
“რუსეთი ჩვენს ტერიტორიას ბომბავდა, სოფლებს წვავდა, ხალხს ხოცავდა და რატომ გვიკვირს, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებით არის მოკლული. ამის მიუხედავად, ისინი აქეთ გვაბრალებდნენ, რომ გენოციდს ვუწყობდით. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. აქ რომ გზას გადავკეტავთ, ამით რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს, ჩვენს ხელისუფლებას რომ ამის გამო პრობლემა შეექმნება, იმათაც ეს უნდათ. ვინც ამ საქმის პოლიტიზირებას ახდენს, მათ ყველაზე ნაკლებად ადარდებთ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ბედი”,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები