პაკისტანში „თალიბანის“ ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს -არიან დაღუპულები

პაკისტანის ქალაქ ლაჰორიში, პოლიციის შენობასთან ახლოს, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს, შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა. ინფორმაციას „Reuters” ავრცელებს.
“ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც პოლიციელები საგუშაგო პოსტზე ერთმანეთს ცვლიდნენ. ამასთან, პოლიციის შენობასთან ახლოს, ყოველწლიური რელიგიური კრება ტარდებოდა, სადაც დაახლოებით 80 000 ადამიანი იმყოფებოდა“, – განაცხადა პოლიციის უფროსმა ჰაიდერ აშრაფიმ.
მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო, რომლის წარმომადგენელმა სააგენტო “Reuters” ჟურნალისტს შეტყობინება „WhatsApp“-ით გაუგზავნა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი სამიზნე პოლიციელები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები