აშშ ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას მხარს უჭერს

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ბრიტანეთი მათი უახლოესი მოკავშირეა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოს ქვეყნების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
ტრამპის პრეს-მდივანი სარა სანდერსი აღნიშნავს, რომ აშშ ასეთი სახის შეურაცხმოფელი თავდასხმის წინააღმდეგია.
„რუსეთის უკანასკნელი მოქმედება შეესაბამება ქცევის იმ ნიმუშს, რომლითაც რუსეთი საერთაშორისო წესებით დაფუძნებულ ბრძანებას უგულვებელყოფს და ზიანს აყენებს მსოფლიოს ქვეყნების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, ასევე ცდილობს დასავლური პროცესების განადგურებას და დისკრედიტაციას“, – განაცხადა სარა სანდერსმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს ბრიტანეთის მხრიდან დაუმუშავებელი პროვოკაციაა“.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში რუსი ყოფილი აგენტი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, რაზეც პასუხისმგებლობას ბრიტანეთი რუსეთს აკისრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები