ფრანგეთის ელჩი საქართველოში: კვირიკაშვილის განცხადება არის ჟესტი, რომ ნელ-ნელა დაიძრას ქმედებები

საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

“გვესმის ისიც რომ მოსახლეობა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური მოვლენების მსხვერპლი.
ამის გათვალისწინებით ჩვენ გევსმის ის ამბიციური ჩართულობა და ნაბიჯები რომელიც შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის სასარგებლოდ. როდესაც პოლიტიკოსი ხარ, რა თქმა უნდა, რისკებზეც უნდა წახვიდე და რა თქმა უნდა, ბატონ კვირიკაშვილს კარგად ესმოდა, რომ მისი განცხადება სარისკო ნაბიჯი იყო, საქართველოს აქვს წითელი ხაზები რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, მაგრამ ამავდროულად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს არის ჟესტი რომ ნელ-ნელა დაიძრას ქმედებები და საპასუხოდ რუსეთისგან და დეფაქტო მმართველების მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯებს ველოდებით, – აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები