მარია ზახაროვა ტერეზა მეის მიმართავს: ლავროვის მუშაობის შეფასება მხოლოდ პუტინს შეუძლია

0

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა.

ხაზაროვამ ფეისბუქის პირად გვერდზე ტერეზა მეის მიმართა და დაწერა, რომ ლავროვის მუშაობის შეფასება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია.

„ტერეზა მეი მოგმართავ, სერგეი ლავროვი რუსი მინისტრია და არა ბრიტანელი. მისი, როგორც მინისტრის შეფასება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია. მე მესმის, რომ თქვენ გინდათ ეს ყოველივე სხვანაირად იყოს, მაგრამ შეგახსენებთ თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონია“, – წერს ზახაროვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტერეზა მეიმ ლავროვს თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი