რუსეთი ბრიტანეთს პასუხობს: ამ მტრულ ნაბიჯს ვაფასებთ, როგორც აბსოლუტურად მიუღებელს

„რუსულ-ბრიტანული ურთიერთობების გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა დიდი ბრიტანეთის ახლანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, – ასე ეხმაურება დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადაწყვეტილებას და განცხადებას ავრცელებს.

„დღეს დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ალექსანდრე იაკოვენკო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც მას 23 დიპლომატის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ აცნობეს.

ჩვენ ამ მტრულ ნაბიჯს ვაფასებთ, როგორც აბსოლუტურად მიუღებელს, უსაფუძვლოსა და არაშორსმჭვრეტელს.

რუსულ-ბრიტანული ურთიერთობების გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა დიდი ბრიტანეთის ახლანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, – ნათქვამია დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები