პალესტინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 450 მილიონი დოლარია საჭირო

გაეროს ინფორმაციით, პალესტინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 450 მილიონი დოლარია საჭირო. ინფორმაციას „Foxnews“ – ი ავრცელებს.
გაეროს მთავარი კოორდინატორის ჯემი მაკგოლდრიქის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების 75% ღაზას სექტორზეა გათვლილი, სადაც „ადამიანი, თავისი მოქმედებით, ყოველდღიურად ტრაგიკულ გარემოს ქმნის“.
450 მილიონი დოლარი სხვადასხვა პროექტის დაფინანსებისთვისაა საჭირო, როგორიცაა: სანიტარია, ჯანმრთელობა, თავშესაფრები, განათლების სისტემა და ა.შ…
გავრცელებული ინფორმაციით, თანხის გარკვეული ნაწილი პალესტინელი ლტოლვილებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ვაშინგტონმა დაფინასება შეუმცირა.
ისლამურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზას სექტორი 2007 წელს აიღო, რომელიც ისრაელისა და ეგვიპტის ბლოკადების მიერ იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები