გერმანულმა პოლიციამ ანგელა მერკელზე თავდასხმა აღკვეთა

გერმანელმა პოლიციელებმა ბუნდესტაგის შენობასთან უცნობი მამაკაცი დააკავეს, რომელიც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მიჭრას ცდილობდა. გერმანული მედიის ცნობით, როგორც კი მერკელმა ბუნდესტაგის შენობა დატოვა, უცნობი მამაკაცი მასთან მივარდა ყვირილით. მამაკაცი სამართალდამცველებმა მაშინვე დააკავეს, მიწაზე დააგდეს და ხელბორკილები დაადეს. როგორც გერმანულ მედიაში იუწყებიან, ის არაგერმანულ ენაზე ყვიროდა.
რამდენიმე საათის წინ, ანგელა მერკელი ბუნდესტაგმა მეოთხედ აირჩია გერმანიის კანცლერად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები