იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ცენტრალურ იტალიაში მდებარე ქალაქ ფანოში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ 23 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, საზღვაო არმიის თანამშრომლებმა ბომბი ზღვაში ჩააგდეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სკოლები და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულება რამდენიმე ხნით დაიხურა, ამასთან, ქალაქში მდებარე აეროპორტმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები