ფრანკფურტის ნაგავსაყრელზე მოქალაქემ 8 მილიონი ევრო იპოვა

ფრანკფურტის საცხობის თანამშრომელმა ნაგვის კონტეინერში 8 მილიონი ევრო იპოვა და პოლიციაში მიიტანა. იქ კი გაირკვა, რომ ფული ყალბი იყო.
როგორც გერმანული პოლიცია იუწყება, 56 წლის მამაკაცმა ფული ორგანული ნარჩენების კონტეინერში იპოვა და გადაწყვიტა, პოლიციაში მიეტანა. იმის მიუხედავად, რომ კუპიურები ყალბი აღმოჩნდა, სამართალდამცველებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ასეთ მოქალაქეობრივ საქციელს.
„მან სამაგალითო ქცევის დემონსტრირება მოახდინა, მით უმეტეს, რომ იმ მომენტში არ იცოდა, რომ ეს კუპიურები ყალბი იყო“, – ნათქვამია ფრანკფურტის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყალბი 8 მილიონი ევრო ამ დროისთვის მტკიცებულებების შესანახ განყოფილებაშია დაცული, მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინეს მათი წარმომავლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები