ირაკლი ოქრუაშვილი: ვადასტურებ, მითქვამს, შანსს არ გავუშვებ, სააკაშვილი რომ არ გავანადგურო-მეთქი

0

წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებისას მერაბიშვილი არ მყავდა მითითებული, ამას ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით ვხსნი, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შესაბამისი კომენტარი ოქრუაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ გააკეთა.

„მე გამოძიებისთვის არასდროს მიმიცია ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, მე ვთქვი, რომ ჩემი ჩვენებები ამ საქმეში იყო მშრალი, იმის გამო, რომ მაშინ, როდესაც ვალერი გელაშვილი კარიბის კუნძულებზე ისვენებდა, მე გლდანის ციხეში უნდა მიმეცა ჩვენება. სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პროკურორს ვუთხარი, რომ ჯერ დაეკითხათ გელაშვილი და შემდეგ ჩემთან მოსულიყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან, ოქრუაშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით ნათქვამი წინადადება განმარტა.

„ვადასტურებ, მითქვამს – „შანსს არ გავუშვებ, რომ არ გავანადგურო სააკაშვილი-მეთქი“. ეს ნიშნავს, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ეს არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. აქ არ იგულისხმება, რომ მანიპულაციას ვაპირებ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი