ანგელა მერკელი კანცლერად მეოთხედ აირჩიეს

ბუნდესტაგმა ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხედ აირჩია. ბუნდესტაგის დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს უჭერდა, ამიტომ ხმის მიცემას ტექნიკური ხასიათი ჰქონდა.
„ანგელა მერკელმა ხმათა საჭირო უმრავლესობა მიიღო, ამიტომ ის არჩეულია კანცლერად“, – განაცხადა ბუნდესტაგის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ შოიბლემ.
ფარული კენჭისყრის შედეგებს დეპუტატები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ამ დროს საპატიო ტრიბუნასთან კანცლერის მეუღლე იოაჰიმ ზაუერი და 89 წლის დედა გერლინდ კანცლერი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები