პარიზში აშშ-ის საელჩოსთან ქურთი დემონსტრანტების აქცია გაიმართა

პარიზში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან ქურთმა დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მათ სირიაში თურქეთის სამხედრო მოქმედება გააპროტესტეს. ინფორმაციას „Foxnews”- ი ავრცელებს.
ფრანგმა სამართალდამცველბმა საპროტესტო აქცია ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაშალეს. მანამდე ისინი პროტესტანტებს მოუწოდებნდენ, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინათ.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს, რამდენიმე სამართალდამცველი და დემონსტრანტი დაშავდა.
როგორც ცნობილია, ქურთი დემონსტრანტები აშშ-ის მხრიდან ქმედებების ნაკლებობას აპროტესტებდენ მას შემდეგ, რაც თურქეთმა, სირიის ოპოზიციურ მებრძოლებთან ერთად, ქურთების მიერ დაკავებული აფრინის ტერიტორია ალყაში მოაქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები