იტალიაში ტორნადოს შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

სამხრეთ იტალიაში, ძლიერი ტორნადოს შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „Foxnews”- ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ტორნადომ რამდენიმე ქუჩაზე, შენობები, მაღაზიები, კვების ობიექტი „Burger King“ და უამრავი ავტომობილი დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად, ყველაზე მეტად იტალიის 3 სოფელი (მარქინისი, სან ნიკოლა ლა სტრადა, კაპოდრის) დაზარალდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტორნადოს შედეგად არავინ დაღუპულა.
იტალიის ხელისუფლებამ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები