ავღანეთში ტერორისტულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთში ფარაჰის პროვინციაში, ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანის“ წევრებმა, თავდასხმა განახორციელეს. შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას „Atnnews” ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 4 პოლიციელია, 4 კი სამხედრო მოსამსახურე, უსაფრთხოების  სამსახურის წარმომადგენლები კი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას არ ავრცელებენ.
შეგახსენებთ, ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ მთავარი სამიზნე, ძირითადად, სამართალდამცველები არიან. როგორც ცნობილია, „თალიბანი“ ტერორისტული თავდასხმებისთვის მცირეწლოვან ბავშვებსაც იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები