გიორგი მარგველაშვილისა და აბდულა გიულის შეხვედრა დაიწყო

   პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრა პირისპირ ფორმატში მიმდინარეობს, რის შემდეგაც გაფართოებული შეხვედრა შედგება. პრეზიდენტის სასახლის ეზოში უკვე გაიმართა სტუმრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ცერემონიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, ელჩები, ასევე თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ აბდულა გიული და გიორგი მარგველაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული საქართველოში 5 მაისს ჩამოვიდა და “თბილისის სამიტ 2014” დაესწრო. დღეს აბდულა გიული პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. თურქეთის პრეზიდენტი საქართველოდან დღეს გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები