პაკისტანში ორმხრივი სროლის შედეგად 5 ტერორისტი დაიღუპა

პაკისტანში ტერორისტებსა და სამხედროებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად, 5 ტერორისტი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ინციდენტი კარაჩის რეგიონში მოხდა, სადაც სამხედროები „ლიარის“ ტერიტორიას აკონტროლებდნენ. ინფორმაციას „TheNews”-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 ტერორისტი, რომლებიც ხელყუმბარებით და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, სამხედროებს თავს დაესხნენ, სროლის შედეგად 4 სამხედრო დაიჭრა, 5 ტერორისტი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი სამართლდამცველები ავრცელებენ.
მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები