ფლორიდაში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

ფლორიდაში, სროლის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა 2 დაშავდა, გავრცელებული ინფორმაციით, სროლა, „Plant City“-ში მდებარე, კონსტრუქციული ბიზნესის შენობაში მოხდა. ინფორმაციას „Foxnews”- ი ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად დაშავებული ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციაში სროლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 4:00 საათზე შევიდა.
ადგილობრივი სამართლდამცველების განცხადებით, რიჩარდ ბლისმა მის კუთვნილ შენობაში 2 მამაკაცი შენიშნა, ისინი სავარაუდოდ შენობაში შეიპარნენ, რიჩარდმა კი მათი მისამართით სროლა დაიწყო, როგორც პოლიციელები აცხადებენ, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შემდეგ, შენობაში კიდევ ერთი პირი შევიდა, რომელმაც რიჩარდს ესროლა და ადგილზე მოკლა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები