ესპანეთში 155 ადამიანი არალეგალების გადაყვანის ბრალდებით დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ 155 ადამიანი დააკავა მსხვილი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მიზნად არალეგალების უკანონო გადაყვანის აღკვეთავს ისახავდა.
დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები ჩინეთის მოქალაქეების უკანონო გადაყვანას ახდენდნენ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ამის შესახებ ესპანეთი ეროვნული პოლიცია იუწყება. ყალბი დოკუმენტების დამზადება და საზღვრების გადაკვეთაში დახმარება ერთ ადამიანს 20 ათასი ევრო უჯდებოდა. დაკავებულები ძირითადად ჩინეთის მოქალაქეები არიან, მათ ბრალდებებს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. როგორც ირკვევა, გამოძიება სამი წელი გრძელდებოდა. ის მას მერე დაიწყო, როდესაც ბარსელონის აეროპორტის თანამშრომლებმა იმ მგზავრების ყალბი დოკუმენტების სიმრავლე შენიშნეს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები