ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

0

ბერლინში თურქულ მეჩეთს უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც „The Koca Sinan“-ის მეჩეთი ძლიერ დაზიანდა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „Anadolu“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთი რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, თურქულ-მუსლიმურ ორგანიზაცია „DITIB“-ს ეკუთვნის.
როგორც ცნობილია, თურქ მუსლიმთა სამლოცველოზე თავდასხმაში 3 ნიღბიანი პირი მონაწილეობდა, რომლებმაც შენობას ცეცხლმოკიდებული ნივთიერებები ესროლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. განაცხადა მეჩეთის ასოციაციის ხელმძღვანელმა ბაირამ თურქმა.
თურქული მედიის ინფორმაციით, მეჩეთზე თავდასხმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებმა განახორციელეს, რომლებიც სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციებს აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი