დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლის ვადით გაახანგრძლივა, რომლის მოქმედებაც 15 მარტიდან დაიწყება. ინფორმაციას რუსული სააგენტო „RIA“ ავრცელებს.
ცნობილია, რომ სანქციების გახანგრძლივებას, იმ ფაქტებმა შეუწყო ხელი, როგორიცაა: ირანის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, ბალისტიკური რაკეტების განვითარება, საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა და ადამიანის უფლებების დარღვევა.
„აუცილებელია, ეროვნული უსაფრთხოების მიერ დეკლარირებულ დოკუმენტს პატივი სცენ, ირანი საერთაშორისო ტერორიზმს მხარს უჭერს, ასევე, საფრთხეს უქმნის საგარეო პოლიტიკას და აშშ-ის ეკონომიკას“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივლისში ევროკავშირმა, აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ჩინეთმა, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით, თეირანი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათს შეინარჩუნებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები