ბერძენმა სამართალდამცველებმა გერმანელი ჟურნალისტები გაათავისუფლეს

გერმანელი ჟურნალისტები, რომლებიც თურქეთისა და საბერძნეთის საზღვართან ახლოს, აკრძალულ ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ბრალდებით დააკავეს, ბერძნულმა სასამართლომ გაათავისუფლა. ინფორმაციას „DailyNews”- ი ავრცელებს.
გერმანელი ჟურნალისტები რეგიონალურ ტელევიზია „NDR“-ში მუშაობენ, სადაც ლტოლვილების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აკრძალულ ტერიტორიაზე შემთხვევით შევიდნენ.
ათენში მდებარე გერმანიის საელჩოს წარმომადგენლების განცხადებით, აკრძალულ ტერიტორიას, სადაც ჟურნალისტები დააკავეს, აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშანი არ გააჩნია.
გასულ კვირას თურქმა მესაზღვრეებმა იმავე ტერიტორიასთან ახლოს ბერძენი ჯარისკაცები დააკავეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უამინდობის გამო, მათ გზა შეეშალათ და შეცდომით თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საბერძნეთის საზღვართან მდინარე ევროსი მდებარეობს, რომელსაც მიგრანტები და ლტოლვილები არაკანონიერად კვეთენ. მათი უმრავლესობა, საზღვრის გადაკვეთის დროს, ყინვისგან იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები