თურქეთში ავტოავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „Foxnews”-ი ავრცელებს.
ინციდენტი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, პროვინცია ქორუმში მოხდა.
ავტოავარიის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშვდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით 5:35 საათზე, სტამბულისა და სამსუნის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებაა დაწყებული, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას პოლიცია გამოძიების დასრულების შემდეგ გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები