აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ ქსი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ინფორმაციას „TheNews” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქსი ძინპინი ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შესაძლო შეხვედრის გადაწყვეტილებას დადებითდ შეხვდა, თუმცა როგორც ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, ისინი ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლას მანამ გააგრძელებენ, ვიდრე ფხენიანი ბირთვული პროგრამის მიმართ „ხელსაყრელ ნაბიჯებს“ არ გადადგამს.
დონალდ ტრამპისა და ქსი ძინპინის სატელეფონო საუბრამდე, რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორის ლიდერთან შესაძლო მოლაპარაკებაზე მზადყოფნა გამოთქვა, ამ ფაქტს კი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დადებითდ შეხვდნენ.
„ვაფასებთ იმას, რომ აშშ ამ პრობლემის გადაჭრას დიპლომატიური გზებით ცდილობს და არა საშიში ალტერნატივით, ჩინეთი მოხარულია“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდნეტმა ქსი ძინპინმა.
შეგახსენებთ, ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის ოფიციალური მოლაპარაკება მაისში გაიმართება, დამატებითი დეტალები კი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები