GBR: საქართველო საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი 20 ქვეყნის სიაში შევიდა

ამერიკული ფინანსური პორტალის GOBankingRates (GBR) მიხედვით, საქართველო საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე ხელსაყრელი 20 ქვეყნის სიაში დასახელდა. 2018 წლის მარტში გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, საქართველომ ამ სიაში მე-16 ადგილი დაიკავა.
გამოკითხვაში 115 ქვეყანა იყო შედარებული ხუთი შემდეგი მაჩვენებლის მიხედვით: მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ინდექსი, უძრავი ქონების იჯარის ფასი, სურსათის, საქონლისა და მომსახურების ფასი, ასევე ფასების ინდექსები რესტორნებსა და ბარებში. ყველა ციფრი შეადარეს ანალოგიურ მაჩვენებლებს ნიუ-იორკში.
„მეღვინეობის რეგიონით, შავი ზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროებითა და ნიუ-იორკთან შედარებით 70%-ით უფრო იაფი ცხოვრებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საცხოვრებლად იაფი ქვეყანაა“, – ნათქვამია GBR რეიტინგში.
საქართველოს უახლოეს მეზობლებს შორის უკრაინამ მე-16 ადგილი დაიკავა რეიტინგში, მოლდოვამ მე-19, ბელორუსიამ – 27-ე, სომხეთმა – 34-ე, აზერბაიჯანმა – 35-ე.
საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში შევიდნენ ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, საუდის არაბეთი, ტუნისი, ეგვიპტე, ზამბია, მექსიკა, მაკედონია და უკრაინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები