ფრანგი კუტურიე ჟივანში გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი კუტურიე იუბერ დე ჟივანში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მის პარტნიორზე დაყრდნობით ფრანგული მედია იუწყება.
დე ჟივანში 1927 წელს დაიბადა, პარიზის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, მოგვიანებით კი, საკუთარი მოდის სახლი „Givenchy» დააფუძნა, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს. ფრანგულ მედიაში გავრცელებული კომუნიკეს თანახმად, ის ძილში, 10 მარტს გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა ახლობელთა წრეში ჩაივლის.
დე ჟივანშის ახლობლები აცხადებენ, რომ ყვავილებისა და თაიგულებში თანხის ხარჯვას, ის „UNICEF”-ში ქველმოქმედების განხორციელებას არჩევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები