იტალიელი მესაფლავეები წლების განმავლობაში მიცვალებულებს ძარცვავდნენ

იტალიელმა სამართალდამცველებმა ტურინის სასაფლაოს 15 თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც საფლავებს ოქროს და სამკაულების გამო ხსნიდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი კარაბინერები აცხადებენ. მესაფლავეებმა მათი ოფისის შენობაში ცხედრებისგან აგროვებული ძვირფასეულობის შეკრების პუნქტი გააკეთეს. მათ შეგროვების პუნქტში ერთხელ მთლიანი თავის ქალაც კი მიიტანეს.
საქალაქო სასაფლაოს თანამშრომლების მიმართ გამოძიება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. გაირკვა, რომ მესაფლავეები ძველი საფლავების ექსგუმაციის დოკუმენტებს აყალბებდნენ. ამას გარდა, საფლავების გახსნის შემდეგ, ისინი გარდაცვლილების ოქროს კბილებს და ძვირფასეულობას ითვისებდნენ. ოქროს ერთ გრამს გადამყიდველს 15 ევროდ აბარებდნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შინაპატიმრობაში იმყოფებიან. როგორც აღმოჩნდა, საფლავების შეურაცხყოფის გარდა, ისინი სასაფლაოზე ბარბექიუსაც ამზადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები