ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოსული კლდოვანი მასის გამო ავტოტრანსპორტის  მოძრაობა იკრძალებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები