ანა დოლიძე გიორგი მიქაუტაძის განცხადებას პასუხობს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებას ეხმაურება.
ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლეების მიერ გამოცდების ჩაბარება გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ობიექტურობასთან დაკავშირებით, წარსულში არსებულ კითხვებს მოხსნის.
“თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღიარებს ამ რეკომენდაციების, ტრენინგების მეშვეობით გამოცდების ეროვნული ცენტრის უდავო კომპეტენციას და ავტორიტეტს გამოცდების ჩატარების სივრცეში. გამოცდების ადმინისტრირება ეს არის ტექნიკური პროცესი, თუმცა სწორედ ამ ტექნიკურ პროცესთან მიმართებაში, როდესაც გამოცდები ტარდებოდა საბჭოს მიერ, ისტორიულად ისმოდა კითხვის ნიშნები და ისტორიულად, არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ გამოცდა ობიექტურად არ იყო ჩატარებული. ვფიქრობ, თავად სასამართლო ხელისუფლების ინტერესშია, რომ გამოცდები ჩაატაროს ისეთმა ორგანომ, რომლის კომპეტენციაში, ექსპერტიზაში და დამოუკიდებლობაში საქართველოში ეჭვი არავის შეეპარება. ეს წაადგება თავად იმ ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით დააკომპლექტებენ სასამართლო ხელისუფლებას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლე კანდიდატებმა გამოცდები არა იუსტიციის სკოლაში, არამედ განათლების სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა ჩააბარონ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე კი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების მიერ გამოცდების ჩაბარება გამოცდების ეროვნულ ცენტრში არასწორი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები