ლევან ქუტაშვილის დედა: ჩემ შვილს ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე ინფორმაცია არ აქვს

„ჩემი შვილი დაბრუნდა უვნებელი, ჯანმრთელი, საღი და არანირი ძალადობის კვალი არ აქვს“ – ამის შესახებ ახლაგორიდან გათავისუფლებული ლევან ქუტაშვილის დედამ, მედეა ილურიძემ განაცხადა.
ამასთან, მედეა ილურიძე ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ერთად დააკავეს, თუმცა შემდეგ ერთმანეთს დააშორეს.
მისივე თქმით, კონკრეტულად რა მოხდა ტატუნაშვილთან დაკავშირებით, მისმა შვილმა არ იცის.
„ესენი ერთად არ ყოფილან და არაფერი იციან მის შესახებ. ერთად დააკავეს, მაგრამ შემდეგ დააცალკევეს და რა მოხდა არ იცის. ჩემი შვილი დაბრუნდა უვნებელი, ჯანმრთელი და საღი. არანირი ძალადობის კვალი. მოხდა გაურკვევლობა და თვითონაც არ იცის რა მიზეზით. არანაირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ჯანმრთელები და უვნებლები არიან. მთელი კვირა დასვენების კვირა იყო, მისცეს საბუთი და წამოვიდნენ. ჩვეულებრივ, უპრობლემოდ გამოვედით. როგორც კი ავიღეთ საბუთი, წამოვედით. არაფერს ყვება, არც თვითონ იცის რატომ დააკავეს“, – განაცხადა მედეა ილურიძემ.
ცნობისათვის, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გუშინ საღამოს გაათავისუფლეს.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
დღეს კი მათ ოფიციალურად პოლიციის შენობაში დაკითხავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები