ირანში თურქული კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არიან დაღუპულები

ირანში თურქული კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „WashingtonPost”-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაღუპული ადამიანების იდენტიფიცირება მხოლოდ „დნმ“-ის ტესტით არის შესაძლებელი.
ადგილობრივი მაცხოვრებელები აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფამდე, თვითმფრინავის ძრავში ხანძარი იყო გაჩენილი.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავი არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები