დავით უსუფაშვილი საფრანგეთში საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოვიდა

   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა და სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აკადემიის დამფუძნებელთა შორის იყვნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრები ევგენი გეგეჭკორი და აკაკი ჩხენკელი. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავით უსუფაშვილმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა უკრაინაში შექმნილ კრიზისს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ კურსს. დამსწრეთა შორის იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მკვლევარები აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, საფრანგეთის პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და დიპლომატიური აკადემიის სტუდენტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები