„თუ არ გადმოხტებოდა, უმცროსი ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ“ – რას აცხადებს მერვე სართულიდან გადმომხტარი მოზარდის და

თუ არ გადმოხტებოდა, უმცროსი ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც თბილისში, მერვე სართულიდან გადმომხტარი 16 წლის სანდრო შონიას შესახებ წერს.
გამოცემასთან სანდრო შონიას და, სალომე შონია ამბობს, რომ ბოლო დროს სანდროს მეტწილად ონლაინმეგობრებთან ჰქონდა კომუნიკაცია.
„ ოჯახში სანდრო ჩვეულებრივად იქც­ეოდა. ერთია, რომ სწავლას მოუკლო, რის გამოც სკოლაში­ გვიბარებდნენ. თურმე ერთხანს ძველ მეგობრებთან კონტაქტი გაუწყვეტია, უფრო სწორად, სკოლაში კი ეკონტაქტებოდა, მაგრამ აღარ დადიოდა დაბადების დღეებზე, შეკრებაზე, რომლებიც სკოლის შემდეგ იმართებოდა. მეტწილად ონლაინმეგობრებთან ჰქონდა კომუნიკაცია. იმდენად ეშინოდა სიმაღლის, გამორიცხულია ოდესმე თვითმკვლელობაზე ეფიქრა. სანდროს სოციალური ქსელის პაროლი მოვიპოვე, შევედი მის გვერდზე და ვნახე მიმოწერები, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ძალიან არ უნდოდა ამის გაკეთება, განიცდიდა, მაგრამ მაინც გადახტა, წინააღმდეგ შემთხვევაში უმცროსი ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ. პირველი, რაც გადმოხტომის შემდეგ იკითხა, უმცროსი ძმის ამბავი იყო. როგორც გავიგე, დავალებას ღამის 04:20 საათზე იძლევიან, 04:22 საათზე კი შეყვარებულისთვის მიუწერია, ძალიან მიჭირს ამის გაკეთებაო. კვირა დღეს დეიდამ ხელზე ნაკაწრები შეამჩნია სანდროს. უთქვამს, სკოლაში დამკაწრესო. მეორე დღეს სკოლაში არ გაუშვეს. დღის 14:30-ზე სტუმრები გვყავდა, სწორედ ამ დროს გადახტა სანდრო მერვე სართულიდან. 14:23 საათზე კლასელებისთვის მიუწერია, მაპატიეთ, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ უნდა წავიდეო“, – აცხადებს სალომე შონია.
ამასთან, გაზეთის ერთ-ერთი რესპონდნეტის თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, “ლურჯი ვეშაპის” თამაშის შედეგად, სულ ცოტა 5 მოზარდი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები