ლიბანმა ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების პირობები წარადგინა
ლიბანი დაძაბულობის ესკალაციის შეჩერებას ცდილობს და ამ მიზნით ისრაელთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს,- ამის შესახებ ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა დიდი ბრიტანეთის ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო მინისტრთან, ჰამიშ ფალკონერთან შეხვედრისას განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ბუნებრივი საწყისი წერტილი იქნება, რაც ლიბანის მიერ წამოყენებულ სამშვიდობო ინიციატივას შეესაბამება“, – განაცხადა აუნმა.
მან აღნიშნა, რომ ლიბანის ხელისუფლება მოლაპარაკებებს დამოუკიდებლად წარმართავს, რადგან “ეს სუვერენული საკითხია, რომელშიც მონაწილეობა არავის შეუძლია“.
ცნობისთვის, ლიბანი 2 მარტიდან ახლო აღმოსავლეთის ომშია ჩათრეული, მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა “ჰეზბოლამ” ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა. საპასუხოდ, ისრაელმა ლიბანში ინტენსიური სახმელეთო და საჰაერო თავდასხმები დაიწყო.
მისწერეთ კვირა