2018 წლის ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოცხადდა

სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.

ზამთრის პარაოლიმპიადის XII სეზონი ქალაქ პხენჩანში იმართება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

პარაოლიმპიური თამაშები 18 მარტამდე, სპორტის ექვს სახეობაში ჩატარდება. ერთმანეთს 567 ათლეტი შეეჯიბრება, რომლებიც 48 ნაციონალურ პარაოლიმპიურ კომიტეტს წარმოადგენენ.

2018 წლის თამაშების სლოგანია „ვნება გვამოძრავებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები