დაღესტნელმა რუსეთის ორი გვარდიელი მოკლა

დაღესტნის კაიაკენტის რაიონის მკვიდრმა, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის დროს, რუსეთის ფედერაციის ორი გვარდიელი მოკლა.ამის შესახებ ინფორმაციას დაღესტნის სამართალდამცველები ავრცელებენ.

შეიარაღებული კონფლიქტი სოფელ გერგაში მოხდა. რუსეთის გვარდიის ორმა წარმომადგენელმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

მსროლელი დაკავებულია, შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. მომხდარი ინციდენტის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები