ნუკრი ქანთარია: რუსეთის პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება და ხელისუფლება, რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს არ უნდა აჰყვეს და აგრესიას სხვა ბერკეტები უნდა დაუპირისპიროს.
როგორც ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს არსებული ხელისუფლება კარგად აცნობიერებს, რომ შეიარაღებული დაპირისპირება ეფექტურ შედეგს ვერ გამოიღებს.
„არ არის გამორიცხული, რომ ისევ ჩაგვითრიონ, არ უნდა მოხდეს ის, რაც 2008 წელს გავიარეთ და დამერწმუნეთ, ეს იქნება გაცილებით უარესი, ვიდრე მაშინ. ამიტომ ვართ მაქსიმალურად ფხიზლად, ვცდილობთ, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ და ყველას გავაგებინოთ, რომ არსებულ ვითარებას ვერ და არ შევეგუებით. მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს, რომ ის ხანძარი, რაც დაინთო 2008 წელს, არ გადმოვიდეს.
აბსოლუტურად ნორმალურად მიდიოდა საქმე, – იყო მისვლა-მოსვლა ჭირში-ლხინში, ვაჭრობა და 2008 წელს, პროვოკაციაზე წამოგებული სააკაშვილის უგუნურმა ქმედებებმა, განაპირობა ის, რომ მწარე რეალობაში ვართ“, -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები