სოფო კილაძე ავსტრიის ელჩს არად ბენკოს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომელიც ამავდროულად ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია, კომიტეტის წევრ ანრი ოხანაშვილთან ერთად  დღეს ავსტრიის ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.  რამდენიმე დღის წინ  სოფო კილაძე  და ანრი ოხანაშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს ვიზიტი ძალიან  მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო.

„დღევანდელი შეხვედრა  ბატონ არად ბენკოსთან სწორედ ამ ვიზიტის შესაჯამებლად და, ასევე, სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით შედგა”, -აღნიშნა სოფო კილაძემ.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.

„ვფიქრობთ, რომ ავსტრია-საქართველოს ურთიერთობა საპარლამენტო კუთხით კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ავსტრია წელს, ზაფხულიდან  ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს საკითხი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის  ფარგლებში. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კიდევ უფრო გაძლიერებას” , – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები