„დამაჯერებლობას მოკლებული იყო ის, რაც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესაძლო კანდიდატზე ერთ-ერთი ტელევიზიით ვიხილეთ“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესაძლო კანდიდატზე გავრცელებულ სიუჟეტს ეხმაურება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო მანამდე, ვიდრე სავარაუდო კანდიდატების 14 -კაციანი სია გამოქვეყნდებოდა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, როდესაც 14-კაციანი სია გამოქვეყნებულია და აქცენტი კეთდება კანდიდატზე, რომელიც შესაძლოა, უმრავლესობამ წარმოადგინოს, ეს დამაჯერებლობას მოკლებულია.
„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს რომ გავრცელებულიყო იქამდე, ვიდრე გამოქვეყნებოდა სია, შეიძლება უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ეს ინფორმაცია ჩვენთვის, მაგრამ რომ ელოდები 14-კაციან სიას და მერე სავარაუდო პირს ამოარჩევ, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება ვინმემ წარმოადგინოს და უშვებ ინფორმაციას, რომელზეც მტკიცებულებაც არ არსებობს, ეს თავისთავად კითხვის ნიშნებს ბადებს. მითუმეტეს საუბარი იყო, რომ რამდენიმე კვირის წინ შედგა ეს შეხვედრა, რომელზეც იყო საუბარი, კიდევ რაღაც დამაჯერებლობა შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ როცა ხედავ 14-კაციან სიას, იქიდან ერთ კაცს არჩევ, რომელზეც ფიქრობ, რომ დიდი ალბათობით შეიძლება წარმოადგინოს უმრავლესობამ და მერე მაინცდამაინც იმაზე რომ აკეთებ აქცენტს, აქ ჩნდება კითხვის ნიშნები, უნდათ ვიღაცის დაბლოკვა, ვიღაცის წარდგენის შეფერხება, შესაბამისად ცოტა დამაჯერებლობას იყო მოკლებული ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები