მერაბ ქვარაია: ქართული თვითმმართველობის ისტორიაში ახალი ფურცელი იწყება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ ქვარაია საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციას ეხმაურება, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა წარადგინეს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თვითმართველობის განვითარების ხედვას მნიშვნელოვნად აფასებს და აცხადებს, რომ ქართული თვითმმართველობის ისტორიაში ახალი ფურცელი იწყება.
“დღეს ღიად გამოცხადდა ხელისუფლების პოლიტიკური ნება და ხედვა, რომ ერთადერთი სწორი გზა რეგიონების გასაძლიერებლად რეალური დეცენტრალიზაციაა. ჩვენი თვითმმართველობა უკვე მზადაა მიიღოს მეტი უფლებები და შესაბამისად აიღოს პასუხისმგებლობებიც მუნიციპალიტეტების გასანვითარებლად. საქართველოს პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პრეზენტაცია არის მკაფიო სიგნალი, რომ ქართული თვითმმართველობის ისტორიაში ახალი ფურცელი იწყება, მეტი უფლებებითა და შესაძლებლობებით რეგიონების გასაძლიერებლად“ – აცხადებს მერაბ ქვარაია.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაცია წარადგინეს.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეფორმის მიზანი რეგიონებში გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება უნდა იყოს, ასევე ამ გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების რესურსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები