ნინო ბურჯანაძე: რუსეთის გასაღიზიანებლად წვრთნების ჩატარება, უბრალოდ, მავნებლობაა

„ნატოში არასდროს მიიღებენ ქვეყანას, რომელსაც ორი გადაუჭრელი კონფლიქტი აქვს, ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, – ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობაზე საუბარი ძალიან საზიანოა, ვინაიდან, ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას ნიშნავს.
ბურჯანაძე თვლის, რომ მიმდინარე ერთობლივი წვრთნები, რუსეთის პროვოცირებას და გაღიზიანებას ისახავს მიზნად.
„შეიძლება სხვადასხვა სახის წვრთნების ჩატარება, რათა ქართული ჯარი განვითარდეს, მაგრამ რუსეთის გასაღიზიანებლად წვრთნების ჩატარება, უბრალოდ, მავნებლობაა. როდესაც შენ შემოგყავს ამერიკის დროშის ქვეშ ამერიკული ტანკები ცენტრალურ მაგისტრალზე, რომელიც რუსული ტანკებისგან 500 მეტრით არის დაშორებული, ეს ჭკვიანური საქციელია? როდესაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ამერიკული ორკესტრის მიერ შესრულებული ამერიკული მუსიკით იწყება, ეს შენს დამოუკიდებლობაზე მეტყველებს? თუ იმის მაჩვენებელია, რომ საკუთარ თავს ამერიკის ერთ-ერთ შტატად მიიჩნევ?“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები