„რეზოლუციაში მკაცრი შეფასებებია, როგორც ტატუნაშვილის, ასევე ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით“

ამ რეზოლუციაში არის გაკეთებული მკაცრი შეფასებები, როგორც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში არსებული ორი რეზოლუციის პროექტის თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის თემა, რომელზეც მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიცია.
“ამ კვირაში სესიაზე გავიტანთ პარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ძალიან პრინციპულია. ამ რეზოლუციაში არის გაკეთებული, მკაცრი შეფასებები, როგორც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან, ასევე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით. არის კონკრეტული ქმედებები მოთხოვნილი, რომლებიც ეხება პირველ რიგში, ცხედრის გადმოცემის საკითხს, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების საკითხს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ მსჯელობისთვის ნებისმიერ მხარესთან, რადგან არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის თემა, სადაც ყველანი ერთად უნდა დავდგეთ. აქ მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ერთიანი პოზიცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს პარლამენტის, მთავრობის დელეგაციებმა უკვე არაერთ საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოთქვეს ამაზე თავიანთი პოზიციები, ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში იქამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ გასცემს კითხვებს პასუხებს და არ გასცემს ამ კითხვებს პასუხებს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ყველგან, სადაც დგას ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხი. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, მკაცრი პოზიციების დაფიქსირება დღეს ნიშნავს, რომ ხვალ სხვაგან უფრო მეტად იქნება დაცული სხვა ადამიანის უფლებები, რომელთაც შეიძლება მსგავსი საფრთხე ემუქრებოდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები