გიორგი აბაშიშვილმა 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებში სლოვაკეთის დელეგაცის მონაწილეობის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბრატისლავაში სლოვაკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სტეფან როზკოპალს შეხვდა და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

განიხილეს ასევე, სლოვაკი ბიზნესმენების მონაწილეობის საკითხი კრინიცის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბაკურიანის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 26 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები