პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ეროვნული ხედვის წარდგენა გაიმართება ​

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ეროვნულ ხედვას წარადგენენ. ახალი კონცეფციის წარდგენას, რომელიც 2018 წლის 5 მარტს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში გაიმართება, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ კახა კალაძე – თბილისის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ნილს სკოტი – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, არად ბენკო – ავსტრიის ელჩი საქართველოში და ლუკას ბეგლინგერი – შვეიცარიის ელჩი საქართველოში.
დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები. დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოჰყვება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები