საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მჭიდრო კავშირი აქვთ. 2018 წელს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კავშირი უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური გახდება.
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკაში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები